ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი ასევე ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ იმ პირთა მონაცემების ანალიზით, რომლებიც კვირაში 35-40 საათს მუშაობდნენ და რომელთა სამუშაო საათებიც კვირაში 55 საათს აჭარბებდა.მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ პირებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ, ხშირად აღენიშნებოდათ მოციმციმე არითმია. მოციმციმე არითმია საგრძნობლა ზრდის როგორც ინსულტის, ასევე სხვა დაავადებათა განვითარების რისკს.