„ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი იმედოვნებს, რომ მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს. მისი თქმით, შავგულიძე ღირსეული კანდიდატია, რომელსაც მთაწმინდის მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს. ყოფილი პირველი ლიედი კონცერტს სახელწოდებით - ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს! წადი არჩევნებზე! - დაესწრო. ღონისძიების დატვირთვა მთაწმინდის ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლება და არჩევნებზე წასვლის მოწოდება იყო. კონცერტზე მოვიდნენ ბლოკი ‘’ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკარტების ‘’ წარმომადგენლები და მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძეც.