ამ ბოსტნეულს რამდენიმე განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. ის გამოირჩევა ცე ვიტამინის დიდი კონცენტრაციით, ცე ვიტამინი კი როგორც იცით უმნიშვნელოვანესია გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემისთვის, ის ანტიოქსიდანტია, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს. ანუ თუ თქვენ ბევრ კომბოსტოს მიირთმევთ, ასაკის მატების მიუხედავად, დიდი ალბათობით ახალგაზრდა კანი შეგინარჩუნდებათ. ჩვეულებრივ კომბოსტოსთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ მეტი ცე ვიტამინია ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლში. თუმცა გაცილებით მეტი კა ვიტამინია ჩვეულებრივ კომბოსტოში, კა ვიტამინი კი ხელს უწყობს ჭრილობების მარტივად შეხორცებას. ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლში მეტია ცილისა და რკინის შემცველობა. სამივე სახეობის კომბოსტოში არის ფიტოსტეროლი, ნივთიერება, რომელიც ებრძვის ცუდ ქოლესტერინს და ამ მხრივაც გამორჩეულია ეს პროდუქტი.