გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილი განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
მისივე თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
„თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.