ტილი პარაზიტია, რომელიც არ ხტუნავს და არ დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, რაც მთავარია, ერთი თავიდან მეორეზე შეხებისთანავე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ. მათი კბენა უმტკივნეულოა, თუმცა, პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს. ამ დროს გამორიცხული არ არის, ნეკბენ უბანში ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს.ძლიერი დატილიანებისას ბავშვს შესაძლოა კონიუნქტივიტი განუვითარდეს და სიცხემ აუწიოს. თუ ბავშვს დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვევიან, მათგან აუცილებლად უნდა გაათავისუფლოთ, თანაც რაც შეიძლება მალე.დატილიანება ანუ პედიკულოზი არც ისე ძნელი დასამარცხებელია, რადგან სადღეისოდ ტილების საწინააღმდეგო უამრავი პრეპარატია მოწოდებული. მთავარია გამოყნებისას სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან პრეპარატების დიდი ნაწილი ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს შეიცავს. მათი მოხმარების წინ აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი, რათა ბავშვისათვის დასაშვები დოზა შეიტყოთ. გაითვალიწინეთ რომ, აღნიშნული პრეპარატების ჭარბად გამოყენებისას შესაძლოა მოწამვლაც კი განვითარდეს.