მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და თუკი ქვეყანაში აპოკალიფისი დადგება მთავრობის ტრიბუნიდანვე თავად გააჟღერებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება. თუმცა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქვეყანაში შფოთვის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი ქვეყანაში საწოლ ფონდის დეფიციტი არ არსებობს და დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული და ხდება დამატებითი კლინიკების ჩართვა.