მართალია, ვუდი ალენის საყვარელი ქალაქი ყოველთვის იყო და იქნება ნიუ-იორკი, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში, რეჟისორმა მსოფლიო მეგაპოლისის, ევროპის ცოცხალ დეკორაციებში სამუშაოდ უღალატა და ჯერ ლონდონისა და ბარსელონას დაუვიწყარი სახეები შექმნა, მერე კი პარიზსა და რომში გადაინაცვლა. ერთ-ერთ ინტერვიუში, ალენმა, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ჭეშმარიტ ურბანისტს უწოდებდა, შემოქმედები ორ ჯგუფად - პროვინციის ბინადრებად და ნამდვილ ქალაელებად დაყო. საკუთარი თავი, რა თქმა უნდა მეორე ჯგუფს მიაკუთვმნა, რაც არცაა გასაკვირი. რადგან ნებისმიერი ფილმის შექმნისას რეჟისოსრ დინამიური მეგაპოლისები ჭირდება, სადაც სიცოცხლე დუღს, მისი მუსმივად მოძრავი ბინადრები კი თავბრუდამხვევ თავგადასავლებში ებმებიან.
ქალაქი ალენისთვის, არამხოლოდ ბუნებრივი დეკორაცია ან მოქმედების განვითარების ადგილია, არამედ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ან თუნდაც მთხრობელი, რომელიც სიუჟეტთან ერთად, პერსონაჟების ერთ შეხედვით გაურკვეველ მოქმედებასა და მოტივებსაც უძებნის ახსნას. მაყურებელს კი ერთდროულად იღბლიან მოგზაურობას და არაჩვეულებრივი ისტორიების მონაწილეებად აქცევს, რომლებიც მსოფლიოს ქალაებს რეჟისორის მიერ შერჩეული მარშრუტით და მისივე პერსონაჟებნთან ერთად სტუმრობენ.