12:27
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
თუ ადამიანი დილით, გაღვიძებისას, თავს კარგად ვერ გრძნობს
08-10-2019

პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ზრდასრული ადამიანები, რომელთაც ნაცვლად 8 საათისა, 6 საათი სძინავთ, გაუწყლობის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

თუ ადამიანი დილით, გაღვიძებისას, თავს კარგად ვერ გრძნობს, შესაძლოა მას გაუწყლოება აღენიშნებოდეს. მეცნიერებმა აშშ-ისა და ჩინეთის მოხალისეების მაგალითზე გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებს ძილი ორგანიზმში წყლის დონეზე.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც 6 საათი ეძინა, უფრო კონცენტირერებული შარდი გამოეყოფოდათ და 59%-ით მომატებული ჰქონდათ წყლის არაადეკვატური დონე, მათთან შედარებით, ვისაც 8 საათს ეძინა. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია, თუ როგორ არეგულირებს ჰორმონალური სისტემა წყლის დონეს. ყურადღების ცენტრში ექცევა ჰორმონი ვაზოპრესინი.

ის გამოიყოფა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ძილის ციკლის დასასრულს ჰორმონი უფრო სწრაფად იწყებს გამოყოფას.

ამის შედეგია გაუწყლოება, რომელიც მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემასა და მათ ფუნქციებზე: შემეცნებაზე, განწყობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე. ხანგრძლივი გაუწყლოებისას იზრდება შარდის გამომყოფი გზების ინფექციებისა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები