ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით თუ ერთი დოლარის ფასი 3 ლარს გასცდება, უნდა გადადგეს ხელისუფლებაც და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც. გოცირიძის ტქმით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლადო გუდიაშვილის ნახატივითაა, ქალი წევს ტივზე და ბედს მინდობილია, მისივე შეფასებით ლარის კურსი იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება წლებია ატარებს.