წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა ან ამ პირის შეურაცხყოფაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა.
პროექტით წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.