12:52
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა
11-07-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ, დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც მიიღებენ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დადგენილებაში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე, ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით. შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

AutoPlay
საფრანგეთში 24 საათში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 6 მაისის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 36 წუთის წინ
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა - პრემიერი
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით, 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები