კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შუალედურ არჩევნებში საკრებულოს გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას ცესკო ცნობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივა კრიტიკის საგანი გახდა ოპოზიციონერების მხრიდან. მათი განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს რომ ძალაუფლება ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს და ამ კანონპროექტს საკუთარ პარტიულ ინტერესებს არგებენ. მმართველი პარტიის წევრების კი ბათუმის საკრებულოს გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.