სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორის წარმომაგენლებს გააცნო. ცვლილებები, რომელიც საკვებდანამატების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებას გულისხმობს, 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ნორმატიული აქტის თანახმად, განსაზღვრულია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც სურსათის შესახებ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოთ. კანონის თანახმად, ბიზნესოპერატორები რომლებიც ეტიკეტირების წესს არ დაიცავენ, დაჯარიმდებიან.