პირველი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ბანკებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. ცვლილებები შედის სესხის დაფარვის წესშიც. რეგულაციის მიხედვით, განისაზღვრება სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები. შემოდის ლიმიტები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თუ რა ოდენობის ხელფასზე რა მოცულობისა და ვადიანობის სესხის აღება იქნება შესაძლებელი. მაგალითად, სების სამუშაო დოკუმენტის ირკვევა, რომ ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი თვეში სესხის დაფარვისთვის 200 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები ყველა სესხის გამცემ სუბიექტზე გავრცელდება.