აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებები შეაჯამა და 2019 წელს ინიცირებული პროექტების შესახებ ისაუბრა. დანელიას განცხადებით, იგეგმება მთელი რიგი რეფორმების განხორციელება მიწის შესახებ კანონში, რაც მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის ამომედებასაც ითვალისწინებს. ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონი განსაზღვრავს:სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენისა და გასხვისების წესს; მისი მიზანია სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა; ამასთან, თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება.