საქართველოს მთავრობის დადგენილებით 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა რამდენიმე ცვლილება.მათ შორის:• ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელიც მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებს შეეხებათ. სესხის ოდენობა 200 000 ლარი იქნება და სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. ამასთან, ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის თანადაფინანსება სესხის პროცენტის ნახევარი იქნება, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - 2/3.• ამასთან, დღეიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.• იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია დღეიდან, 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, დღეიდან კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.