საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროეტის ამოქმედების შემდეგ შეიცვლება ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური და თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება. შედეგების მოქმედების ვადა კი 1 თვის ნაცვლად 1 წელი იქნება. სიახლეა ისიც, რომ დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებასთან ერთად მძღოლობის მსურველებს რეალურ მოძრაობაში, ანუ ქუჩაში გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ. კეძოდ, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის ასაღებად ავტომობილით დაახლოებით 20 კილომეტრი უნდა გაიაროთ. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად 2020 წლიდან რეგულირება მკაცრდება მოპედების მართვაზეც. პროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - AM, რომელიც მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვისთვის იქნება საჭირო. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა.
თუ აქამდე თქვენი მოპედით, ტროტუარზე ან „ბასლაინებზე“ დაქროდით 2020 წლიდან ეს კანონდარღვევა იქნება და ყველა ავტოსაგზაო დარღვევისთვის ისევე დაჯარიმდებით, როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გავრცელდება. ასევე, თუ თქვენ ჯერ არ ხართ თექვსმეტი წლის და ქუჩაში მოპედით ახლა თავისუფლად დასეირნობთ, კანონის ამოქმედების შემდეგ 16 წლამდე მოცდა მოგიწევთ. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ შესაძლოა შეიცვლოს მართვის მოწმობის აღების მინიმალური ასაკობრივი ზღვარიც, რომელიც 17 წლის ნაცვლად, 18 წელი იქნება. შეგახსენებთ, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტომ შეიმუშავა, რაც ევროდირექტივის შესაბამისი მოთხოვნების შესარულებას ემსახურება.