20:36
19 ივლისი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ცვლილება, რომელიც მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლებაზე ყველა მძღოლს შეეხება - რა დეტალი უნდა იცოდეთ ვიდეოჯარიმების შესახებ?
16-04-2019

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.

„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ძალიან. ამის ამოქმედების შემდეგ უკვე სახიფათო იქნება - „მოდი ძმაკაცს ვათხოვო მანქანა“, ან „ჩემი პატარა შვილი დავსვა საჭესთან“. ასევე ნაპოვნია გზა, რათა სამართლებრივად დარეგულირდეს ლიზინგების თემაც. ახლა ვსაუბრობთ ყველასთან, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, მისი განხილვა უკვე მოხდა არასამთავრობოებთან და მხარს გვიჭერენ. გვინდა ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგინოთ და შემდეგ უკვე პარლამენტს. ჩვენი სურვილია, რომ ეს სიახლე უკვე წელს ავამოქმედოთ თუ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ

AutoPlay
არის თუ არა გიორგი გაბუნიას დაბრუნების მომხრე პაატა სალია? - "აქ შემხვდა, ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა და არ იყო..."
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს - ნიკა მელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"დიდი მადლობა რომ იბრძვით, არსებობთ, ეგეთი მაგრები ხართ, მთელი საქართველო ვალშია თქვენთან" - რა მიმართვას უგზავნის სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის გუნდს?
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
თურქეთმა ირანისა და ერაყის საზღვართან ახლოს მთიან რეგიონში ქურთებზე ავიაიერიში მიიტანა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აქციის მონაწილეებს - სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნანა
18-04-2019
მეტი საქმე არ გაქვთ როგორ გააკეთოთ ფულები საწყალი ხალხისგან ათას სისულელეს რომ იგონებთ?თუმცა ნამუსი არ გააქვთ არავიის
nino
17-04-2019
ragaca am kanonis arss ver chavcvdi, ojaxs xom sheizleba erti mankana yavdes da sachiroebis mixedvit iyenebdnen.... daalaget es kanoni, ashkarad azrs moklebulia, im shemtxvevashi tu mindobiloba ojaxis sxva wevrzec iqneba....video kamera tu identipikacias ver moaxdens rogor gaigebt vis chamoaklot qulebi,
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები