საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
მესამე პირის დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში კი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება. ფულადი სანქციის ოდენობა სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, სამართალდარღვევის შემთხვევაში მოტოციკლეტის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი - 100 ლარით, ხოლო ავტობუსის ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი - 200 ლარით დაჯარიმდება.