საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს ევროპაში აღიარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მათი წევრი ხდება. პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება 25 აპრილს, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ასოციაციის წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.