ოთახი სადაც ყოველთვის წვიმს, მაგრამ არ სველდები. ეს არის კონტემპორარული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქმნილება, რომელიც სამმა არტისტმა: ჰანს კოჩმა, სტიუარტ ვუდმა და ფლორან ორტკრასმა შექმნა. "ოთახი სადაც წვიმს" ლონდონში , ბარბიკანის რაიონში მდებარეობს. ის არის საუკეთესო მაგალითი ხელოვნების და ტექნოლოგიის ერთობლიობის. სადაც, მნახველებს საშუალება ეძლევათ ნახონ და შეიგრძნონ ის, რაც ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში შეუძლებელია. მათ შეუძლიათ დადგნენ თავსხმა წვიმაში, იგრძნონ ცივი წვეთები, მოუსმინონ წვიმის ხმას, მაგრამ ამის მიუხედავად არ დასველდნენ. ოთახში ერთდროულად შვიდ ადამიანს შეუძლია შესვლა და გაჩერება 15 წუთის განმავლობაში. წლებია“წვიმის ოთახი“ აქტუალურობას არ კარგავს. აქ იმართება სხვა და სხვა დაჯილდოებები და შეხვედრები.აღსანიშნავია რომ „ოთახი სადაც წვიმს“ მხოლოდ ლონდონში არ მდებარეობს, ის სხვადასხვა ქვეყნების მუზემებშიც არის, თუმცა, სხვაგან ჯერჯერობით ასეთი მასშტაბური გამოხმაურება არ ჰქონია.