მომავალი კვირის დასაწყისში სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ. დასავლეთ საქართველოში დღეს, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, დაახლოებით 32-34 გრადუსი, ხოლო კახეთის ზოგიერთ რაიონში - 37-39 გრადუსი, თბილისში კი 38 გრადუსამდე დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლის შედეგად, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან წვიმა შესაძლოა ხვალ დღისითაც იყოს. ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსი, ხოლო კახეთში - 36 გრადუსი.