საქართველოში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი 22–24 სექტემბერს ზღვაზე 2–3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 23 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 24 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. 22–24 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 2–3 ბალიანი ღელვა.