თავიდან ბოლომდე გაივსო ქალაქი მანქანებით, რაც ნიშნავს, რომ 30%-ით მეტი გამონაბოლქვი და საცობი გვაქვს, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა PalitraNews-ის გადაცემაში "360 გრადუსი".
როგორც მინისტრმა განმარტა, საწვავის აქციზის გაძვირების გამო "ზეწოლა მოვა ძალიან ძველ ავტომობილებზე. კარგ მდგომარეობაში იქნებიან ავტომობილები 5-დან 10 წლამდე და ამ ნაწილს მაქსიმალურად შეეწყობა ხელი."