წვენის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არსებობს სფეროები, სადაც სახელმწიფო არ მოახდენს დარგის რეგლამენტირებას. თუმცა, დარგს შეუძლია იხელმძღვანელოს მარკეტინგული სტანდარტებით.