წუთიერი დუმილი და პირველი პირების მილოცვა - 300-ზე მეტი ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე - Palitra News

წუთიერი დუმილი და პირველი პირების მილოცვა - 300-ზე მეტი ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე

2017-05-26 13:14:22+04:00

თავისუფლების მოედანზე, 300-ზე მეტი ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საბოლოო რეპეტიცია სამხედროებმა დღეს დილით გაიარეს. მოედანზე არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ასევე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. დამონტაჟებულია ტრიბუნა, საიდანაც საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

იხილეთ:

"ქაჯეთის ციხე" და "მიჯნურობის ხეივანი" - რუსთაველის გამზირზე ვეფხისტყაოსნის ეპოქაში დაბრუნდებით

ხილით მორთული საქართველოს რუკა - პროდუქტები, რომლებიც რეგიონებში მოყავთ