10:11
21 ნოემბერი, 2017, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ცურვის დროს საათში 500-მდე კილოკალორია იხარჯება - ვისთვის არის განსაკუთრებით სასარგებლო?
08-07-2017

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია. ცურვა სასარგებლოა ორსულთათვის, ძვალ-სახსროვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიით დაავადებულთათვის, მათთვისაც, ვისაც ზურგის ტკივილი და ჭარბი ზონა აწუხებს.

ცურვას დიდი სარგებლობა მოაქვს სისხლძარღვებისა და გულისთვის. სტატისტიკურად, პროფესიონალ მოცურავეებში
ორჯერ უფრო ნაკლებია ჰიპერტონული პათოლოგიები, ვიდრე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელთა შორის. რეგულარული ცურვა აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს.

წყალი ხელს უწყობს კალორიების სწრაფად დაკარგვას. წყალში ყოფნა სხეულს აიძულებს აქტიურად გახარჯოს კალორიები. ცურვის წყალობით საათში დაახლოებით 500 კილოკალორია იხარჯება. ერთი საათის განმავლობაში წყლის ზედაპირზე სხეულის შენარჩუნებით (ტივტივით) თქვენ დაწვავთ 200-300 კილოკალორიას, რაც გადაანგარიშებით ნოყიერი საუზმის ტოლფასია.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები