პარლამენტში კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი იუსტიციის მინისტრიც გახდა. დეპუტატები თეა წულუკიანისგან დაინტერესდნენ, თუ რატომ ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილის ინტერპოლის სიაში ჩასმა და ასევე რატომ ეუბნება კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყოფილი მაღალაჩინოსნების და მინისტრების წითელ ცირკულარში ჩასმაზე იუსტიციის სამინისტროს უარს. წულუკიანის მიმართ კითხვა დაისვა ასევე, თუ რატომ იღებს ინტერპოლი ძებნილთა საკუთარი სიიდან ყოფილი ძალოვანების გვარებს, მათ შორის დასახელდა ზურაბ ადეიშვილის გვარიც.