იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ მომდევნო დღეებში დაიწყონ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ობიექტები საერთოდ დასაკეტი. მისივე თქმით, დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებენ, თუმცა მათ მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სჭირდებათ.
როგორც იუსტიიციის მინისტრმა განაცხადა, 700-მდე მოხალისე მობილიზებულია და ისინი სწრაფ გადამზადებას გაივლიან. წულუკიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოხალისეების გამოყენება მოხდება.