იუსტიციის მინისტრი მის მოადგილეს ხელს აფარებს - ეს განცხადებას მესამე სექტორში კეთდება. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მოთხოვნას აყენებენ რომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ისინი უმკაცრეს რეაგირებას ითხოვენ სექსუალური შევიწროების იმ ფაქტზე, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს უკავშირდება. მესამე სექტორი თვლის რომ თეა წულუკიანი ქალთა უფლებებს ფასადურად იცავს. არასამთავრობოების წარმომადგენლები ყვებიან, რომ მაშინ როდესაც უგრეხელიძე არაერთი ქალის მიერ არის ძალადობაში მხილებული, იუსტიციის მინისტრი, მის მოადგილეს მაინც ხელს აფარებს. ამ თემებზე სასაუბროდ ისინი ევროპული საქართველოს ორგანიზებით შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ რომ აქ ფაქტს მოჰყვეს როგორც მწვევა საზოგადოებრივი, ისე სამართლებრივი რეაგირება