თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტის ნატა ასათიანის წიგნის „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო „ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ“ ერთ-ერთი პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც საჯარო გამოსვლის სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ უამბობს მკითხველს. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის და მარკეტინგის სპეციალისტები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.