ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც "პალიტრანიუსს" თსუ-დან აცნობეს, სტუდენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი დაინფიცირების წყაროს უნივერსიტეტი არ წარმოადგენს.
თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია.