"აუდიტორია 115"-ის წევრები, თსუ-ს რექტორთან ერთად, დღეს პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შეხვდებიან. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რექტორმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების კომიტეტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვდრის მზადყოფნა თავად გამოთქვა. შარვაშიძის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და ყველა ერთად შეძლებენ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები.