პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 22 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორის ლევან რატაინის განცხადებით, წითელი ზონიდან გადმოყვანილი, 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ის სასუნთქი აპარატიდან მოხსნილია. დამაკმაყოფილებელია 2 ორსულის ჯანმრთელობის მდგომაროებაც. რატიააანის განცხადებით, საფრთხე ნაყოფს არ ემუქრება. სტაბილურად მძიმედ რჩება 80 წლის ქალი. მის შეთხვევაში ექიმები დადებით დინამიკაზე საუბრობენ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, კლინიკის დირექტორის განცხადებით 1 პაციენტს, პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა პირველი ტექსტი კოვიდ 19-ზე და ამ დროისთვის მეორე ცხვირ ხახის ბილოგიური მასალაა გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ის დატოვებს კლნიკას.