თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და განმეორებითი კვლევის უარყოფითი პასუხის შეთხვევაში ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 13 ინფიცირებული პაცინეტია. მან ასევე ისაუბრა იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელთა ვითარებაც მძიმეა. კვლავ კრიტიკულია 62 და 80 წლის ინფიცირებულების მდგომარეობა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი რატიანი აცხადებს, რომ მკურნალობის შედეგად ვიტალური ფუნქციების შენარჩუნება ხერხდება.