თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, 5-ის კონტაქტი ცნობილი არ არის. როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 5-ვე მათგანი მარნეულიდან გადმოიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მარნეულიდან ასევე ელოდებიან კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.მისივე ინფორმაციით 80 და 62 წლის პაციენტების მდგომარეობაა მძიმეა. 80 წლის ქალის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა და ის აპარატულ სუთქვაზეა.