მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ვირუსი არ დაუდგინდა არც ახალშობილის დედას. მისივე განმარტებით, დედა-შვილის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით უკეთესია.
ახალგაზრდა ქალი და 14 დღის ჩვილი მარნეულიდან თბილისში სუნთქვის პრობლემებითა და მაღალი ტემპერატურით გუშინ გადმოიყვანეს.