თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 24 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 15 პირი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი, ხოლო თერაპიულ განყოფილებაში მოთავსებულია 23 ადამიანი.