13:57
18 სექტემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
წყვილი, რომელიც მე-19 საუკუნის წესებით ცხოვრობს - გასათბობად შეშის ღუმელს იყენებენ, თავის დასაბანად საპონს და ხის ჭურჭელს...
11-03-2019

ყველამ კარგად ვიცით, რომ გარდასახვა სიტუაციის აღსაქმელად ყველაზე კარგი საშუალებაა. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც უნდა ამ თუ იმ ეპოქის ნაწილად იქცეს?

ამაზე პასუხს ის წყვილი გაგვცემს, რომელიც უკვე 10 წელია ვიქტორიანული ეპოქის შესაბამისად ცხოვრობს.
ამერიკელმა წყვილმა, გაბრიელმა და სარამ სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამეს და საკუთარი კვლევა და ისტორიის შესწავლა უფრო საინტერესო პროცესად აქციეს.

წყვილმა ერთმანეთი ვაშინგტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაიცნო. მათ საერთო ინტერესები და გატაცებები აღმოაჩნდათ, რაც ენისა და კულტურისადმი ინტერესით იყო განპირობებული. მალევე დაოჯახდნენ. მათი მთავარი მიზანი ვიქტორიანული ეპოქის სიღრმისეულად შესწავლა იყო. დაქორწინების შემდეგ კი მიხვდნენ, რომ რეალობაზე მეტად მე-19 საუკუნის ეპოქაში უნდოდათ ცხოვრება და პირველ რიგში რაც გააკეთეს, შეიძინეს 1888 წელს აშენებული ძველისძველი სახლი პორტ ტაუნსენდში.

წყვილმა უარი თქვა ყოველგვარ თანამედროვე ტექნიკაზე, მაცივარსა და სარეცხის მანქანაზეც კი. დიოდური ნათურებიც კი შეცვალეს ჩვეულებრივი ელექტრონათურებით.

გასათბობად ისინი შეშის ღუმელს იყენებენ, რომელზეც საჭმელს ამზადებენ. პურსაც თავად აცხობენ. მაცივრის მაგივრად აუქციონზე ნაყიდ სპეციალურ ყუთს იყენებენ, რომელშიც ათავსებენ ყინულს და ინახავენ მალფუჭებად პროდუქტებს. ჰიგიენურ პროცედურებსაც კი წყვილი მე-19 საუკუნის წესების მიხედვით იტარებს. მაგალითად, თავის დასაბანად იყენებენ არა შამპუნს, არამედ საპონს და ხის ჭურჭელს.

გოგონა საკუთარ ტანსაცმელს თავად კერავს, აი მეუღლის კოსტიუმებს, ცილინდრებსა და ჟილეტებს კი შეკვეთით აკერინებენ. წყვილს არც მობილური აქვს და არც მართვის მოწმობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლედი
12-03-2019
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასე...
ინოლა
11-03-2019
და რა აკვიატებაა ვითომ, გულს უჩუყებენ ვინმეს?
სხვა სიახლეები