წყნეთში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს დაბა წყნეთში, საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ 65 წლის მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, სამზარეულოს დანა აიღო და გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.