წყნარ ოკეანეში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ 47-ვე მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება. შემთხვევა მიკრონეზიაში მოხდა. ბოინგი 737 აფრენიდან მცირე დროში სანაპიროსთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა. მგზავრები და ეკიპაჟს წევრები მაშველებმა გადაარჩინეს. მცირე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.