რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 353 ადამიანი დაშავდა, 97 - ჰოსპიტალიზებულია. დაკარგულია ორი ადამიანი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.ირკუტსკის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ წყალდიდობასთან დაკავშირებით, ყველაზე რთული ვითარება ტულუნშია. მაშველების ცნობით, სავარაუდოდ, წყლის დონე კიდევ ორი დღის განმავლობაში არ დაიკლებს.მათივე ცნობით, ტულუნს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეწყვეტილია წყალმომარაგება და დაკეტილია ფედერალური მნიშვნელობის გზა.