წუხელ, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, სავადაუდოდ, წყლის მილის დაზიანებას წყლის მაღალი წნევით ამოხეთქვა მოჰყვა. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი "ფეისბუქის" საშუალებით, ამ თანდართულ ტექსთან ერთად ავრცელებს:თეა მსხილაძე: "დავრჩით უწყლოდ სავარაუდოდ :( თან ყველაზე საინტერესოა რომ კოვში დააფარეს ამ შადრევანს და გააგრძელეს სხვა სამუშაო, ღამის 11 საათზე იწყებენ სახვრეტელათი მუშაობას, მანამდე ფაციფუცობენ ხრეშს ყრიან, კიდევ 2 თვე ნახევარში რამდენი ფანტანი მექნებაა!".ადგილობრივი, ფეისბუქზევე, დისკუსიისას, კომენტარებში აკონკრეტებს, რომ ამოხეთქილი წყალი მე-9 სართულამდე აღწევდა.სავარაუდოდ, წყლის მილის შეკეთებაზე პასუხისმგებლობას GWP აიღებს.