08:22
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
"წყლის მოთხოვნაზეც კი ცინიკურად დაგვცინიან" - რას ამბობენ ეგვიპტეში მყოფი ქართველი მგზავრები, რომელთა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო
06-10-2018

ეგვიპტეში, საქართველოდან ჩასული მოქალაქეების პრობლემის მოგვარების საკითხში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულოში დახმარების მიღების თხოვნით არც ერთი შეტყობინება არ შესულა, მათ შორის არც ცხელ ხაზზე. მიუხედავად ამისა, უწყების განმარტებით, კონსული ცდილობს მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეების კოორდინატები, დაუკავშირდეს მათ და დახმარება აღმოუჩინოს.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში მყოფი ქართველი ტურისტები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მგზავრების ინფორმაციით, „კაიროს ავიახაზების“ თვითმფრინავი გვიან ღამით, 02:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.

მათივე თქმით, ამ დროისთვის სასტუმროებში არიან გადანაწილებული და ელოდებიან საქართველოში გამოფრენას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები