"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სახელთან.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათთან კონტაქტზე გავიდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება.
"ევროპული საქართველო" წყაროს ვინაობას არ ასახელებს.