წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა ათასი ლარიდან 3 ათას ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. ასევე, ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლაც.
ამასთან, ცვლილებით სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა/შეუსრულებლობაზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული დარღვევა წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.