ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 61 უბნის მონაცემებით, წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის 53,06 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნანა ჟორჟოლიანი, რომელსაც 28,21 %-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ აკაკი ბობოხიძეს, მას ამ დროის მონაცემებით, 10,04 %-იანი მხარდაჭერა აქვს