წყალტუბოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 88 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თვითმკვლელობის მიზნით ცეცხლი განზრახ გააჩინა და თავი დაიწვა.ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.