წყალტუბოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩნდა, რომელიც ამჟამად დევნილთა საერთო საცხოვრებელია. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან.შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. შენობაში 1 ოთახი დაიწვა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძარი მთლიან შენობაზე არ გავრცელებულიყო. მოხდა 35 მოქალაქის ევაკუაცია, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.