წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.